კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საწოლს მიჯაჭვული მოხუცის და ავადმყოფი არასრუწლოვანის ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს

20 ნოემბერი, 2008

სოციალური სუბსიდიების სააგენტომ გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრებ ლეილა ხვთისიაშვილის ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. სააგენტოს მიერ ხვთისიაშვილების სოციალური მდგომარეობის განმეორებითი შემოწმების შედეგად, ოჯახის სარეიტინგო ქულა 45 530 – დან 57 630 - მდე გაიზარდა.

ხვთისიაშვილების ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება. 78 წლის მოხუცი მაყვალა ხვთისიაშვილი ავადმყოფობისგან საწოლს არის მიჯაჭვული და მუდმივ მომვლელს საჭიროებს. 26 წლის გია და 15 წლის გელა ხვთისიაშვილებს კი მკურნალობა სჭირდებათ, რასაც ლეილა ხვთისიაშვილი ვერ ახერხებს. მისი თქმით, ოჯახს მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხა არ გააჩნია, პურით და სხვა საკვებით კი მეზობლები ეხმარებიან. 

ხვთისიაშვილების ოჯახის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერით გასულ სიუჟეტში სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ოჯახი დახმარების გარეშე არ არის დარჩენილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ხვთისიაშვილები განმეორებით შემოწმებას ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეილა ხვთისიაშვილი ავადმყოფ შვილებთან ერთად სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ოფისთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები