კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის რეაბილიტაციისას დაზარალებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

20 ნოემბერი, 2008

სიღნაღის რეაბილიტაციისას დაზარალებული ეთერი ჩითინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გოგონას მშობლებმა დაზარალებულის სამკურნალოდ საჭირო თანხის, დაახლოებით 2 ათასამდე ლარის გადახდის თხოვნით, სიღნაღის წყალკანალის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

როგორც ცნობილია, ეთერ ჩითინაშვილი სიღნაღის წყალკანალის მიერ სარაჯიშვილის ქუჩაზე გათხრილ, უთავსახურო ჭაში 2008 წლის 24 სექტემბერს ჩავარდა, სადაც ის მისმა ძმამ გონებადაკარგული იპოვა. გოგონამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრებმა დაზარალებულის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდეს სახლის გარდა. ფინანსური დახმარებისათვის სიღნაღის წყალკანალის დირექტორს ბიჭიკო ჩუთლაშვილს და რაიონის ხელმძღვანელობასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ დაზარალებულის სამკურნალოდ აუცილებელი თანხის გადახდას არ აპირებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამ საკითხით ამ დრომდე არავინ დაინტერესდა.

ექიმების განცხადებით, სწორი მკურნალობისათვის ჩითინაშვილს სხვადასხვა გამოკვლევები სჭირდება, ოჯახს კი ამის მატერიალური საშუალება აღარ აქვს.

ზინა ბერიაშვილმა სამართლებრივი დახმარებისათვის `ადამიანის უფლებათა ცენტრს~ მიმართა. როგორც ორგანიზაციის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, მათ უკვე მოსთხოვეს ბერიაშვილს სამოქალაქო სარჩელის შესადგენად საჭირო დოკუმენტების მოპოვება, თუმცა იურისტის თქმით, სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვას გადაწყვეტილების მიღებამდე საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები