კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსმა სეპარატისტებმა ქართველი მწყემსი ცემით მოკლეს

21 ნოემბერი, 2008

ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში ოსმა სეპარატისტებმა მწყემსი ნოდარ ტატუნაშვილი ცემით მოკლეს.

რუსულ ჯარში მომსახურე ეთნიკურად ოსმა ჯარისკაცმა, სხვა ჯარისკაცებთან ერთად ქართველი მწყემსი ცხვრის გამო სცემა.

როგორც „მედიანიუსს“ ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა განუცხადა, ჯარისკაცებმა ნოდარ ტატუნაშვილისთვის ცხვრის წართმევა მოინდომეს. ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და  კაცი ცემით მოკლეს.

„ოსური კრიმინალური დაჯგუფებების გასვლის მიუხედავად, ახალგორში ვითარება ისევ დაძაბულია. სოფელ კორინთაში ოსური ფორმირებების მცირე ნაწილია დარჩენილი. ისინი ყველა სახლში შედიან და ძარცვავენ. ამ სოფელში მოსახლეობის ათი პროცენტია დარჩენილი და ისინიც ეთნიკურად ოსები არიან“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ზურაბ ფიცხელაურმა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები