კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლის შეფასება

21 ნოემბერი, 2008

2008 წლის 18 ნოემბერი

საქართველო-რუსეთის ხუთდღიანმა ომმა სერიოზული და ხანგრძლივი ზარალი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ორმხრივ ცეცხლში მოყვა.

ამნესტი ინტერნეშენალის ბოლო ანგარიშში, "ცეცხლის ხაზში მოყოლილი მშვიდობიანიმოსახლეობა: საქართველო-რუსეთის კონფლიქტი," ნათქვამია დაახლოებით 20 000 ეთნიკური ქართველი კვლავ ვერ ახერხებს სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნებას; ვინც მოახერხა დაბრუნება ,სახლები გაძარცვული ან დანგრეული დახვდა.

კონფლიქტიდან ასი დღის შემდეგ გამოქვეყნებული ანგარიში ემყარება 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შესასწავლად ჩასულ სადამკვირვებლო მისიის მასალებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ კონფლიქტის არცერთმა მხარემ არ მიიღო საჭირო ზომები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა  7-13 აგვისტოს საომარი მოქმედებებისაგან დაეცვა.

ადგილზე მოძიებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმები კონფლიქტის დროს და შემდგომ.

სოფლები და ქალაქებში დასახლებული ადგილები დაიბომბა და დაინაღმა; თვითმხილველთა ცნობით ბევრი მშვიდობიანი მოსახლე სოფლებიდან გამოქცევის დროს დაბომბვების მსხვერპლი გახდა.

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რიხცვი აჭარბებს გარდაცვლილი სამხედროების რიცხვს; კონფლიქტის ზონაში სახლებში, საავადმყოფოებში, სკოლებში და სხვა შენობებში მათი სიცოცხლე საფრთხეში იყო.

კონფლიქტის შემდგომ ,რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ,სამხრეთ ოსეთის მილიციური ჯგუფები ინტენსიურად ძარცვავდნენ ქართველებით დასახლებულ სოფლებს.

კასეტურ ბომბებს ესროდნენ პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს,  ან მიმდებარე ტერიტორიებს როგორც რუსები ,ასევე ქართველები, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია; ასევე დარჩენილია უამრავი აუფეთქებელი ჭურვი.რის გამოც სოფლებში დაბრუნებული მშვიდობიანი მოსხლეობა კვლავ საფრთხეშია დარჩენილი .

კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 200 000 ადამიანი გამოიქცა სოფლებიდან. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვართან სიტუაცია კვლავ დაძაბულია და შესაბამისად ათი ათასობით დევნილი,  უსაფრთხოების არარსებობის გამო ,ვერ ბრუნდება სახლებში .
„ახალი გაურკვეველი ზონა შეიქმნა სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, სადაც ხალხის უსაფრთხოება ისევ რისკის ქვეშაა,“ განაცხადა ნიკოლა დაქვორსმა, ამნესტი ინტერნეშენალის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა. „მარადიორობა, სროლები, აფეთქებები და ტყვედ აყვანა ჯერ კიდევ ხდება ბოლო კვირეების მანძილზე.“

ქართველები და რუსები ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის დროს ომის დანაშაულების ჩადენაში. ვინაიდან საომარი მოქმედებები შეწყდა, ამნესტი ინტერნეშენალი მოუწოდებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს გამოიძიონ ყველა დანაშაული დეტალურად, მიუკერძოებლად და დამნაშავენი   წარუდგინონ სასამართლოს.

ორივე მხარემ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტებზე; აქედან გამომდინარე ამნესტი ინტერნეშენალი მოუწოდებს მხარეებს დათანხმდნენ გამოძიება ჩაატაროს საერთაშორისო საგამომძიებო კომისიამ  (IHFFC), რომელიც საჯაროდ გამოაქვეყნებს მის მიერ ჩატარებული ძიების შედეგებს.
„საერთაშორისო დამკვირვებლები აუცილებლად უნდა შეუშვან ყველა ტერიტორიაზე და კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარემ უნდა გააძლიეროს მცდელობა- გარანტიები შექმნას დევნილების სახლებში უსაფრთხო დაბრუნებისათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე,“ განაცხადა ნიკოლა დაქვორსმა. „შეუძლებელია რაიმე შერიგებაზე საუბარი, ან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე, ჭეშმარიტებისა და ანგარიშვალდებულების გარეშე.“

ამნესტი ინტერნეშენალი კვლავ მოუწოდებს მხარეებს მიიღონ ყველა ზომა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ასევე შექმნან ყველა პირობა ,რომ დევნილები უსაფრთხოდ და ღირსების შეულახავად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

ახალი ამბები