კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების ახლობლები ბადრაგით უკმაყოფილოები არიან

24 ნოემბერი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა გადაყვანის სამსახური პატიმრების ახლობლებს დაკავებულების სანახავად ფულს სძალავს.

მათი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა გადაყვანის სამსახურის თანამშრომლები თბილისიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობაში საქმეების განხილვის დროისთვის ჩამოყვანილ პატიმრებთან შეხვედრის საშუალებას მხოლოდ დაკავებულთა იმ ახლობლებს აძლევენ, რომლებიც მათ თანხას გადაუხდიან. თანხის ოდენობა 50–დან 200 ლარამდე მერყეობს.

პატიმრებთან შესახვედრად ან მათთვის ტკბილეულის და საკვების გადაცემის სანაცვლოდ ბადრაგის მხრიდან თანხის გამოძალვას გურჯაანში მომუშავე ადვოკატებიც გვიდასტურებენ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები