კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პენსიონერები ,,სახალხო ბანკის“ მოლარეებს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ

26 ნოემბერი, 2008

,,სახალხო ბანკის“ მოლარეები გურჯაანში, თელავში, სიღნაღსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში პენსიონერებს კუთვნილ პენსიას სრულად არ აძლევენ. ამის შესახებ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ პენსიონერებმა აცნობეს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ,,სახალხო ბანკის“ მოლარეებს დანიშნულების ადგილზე პენსიის მისაღებად თავად აკითხავენ, პენსიის გაცემისას მოლარეები თითოეულ პენსიონერს 1– დან 3 ლარამდე თანხას უკანონოდ უკავებენ. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანხის დაკავების შესახებ ,,სახალხო ბანკის“ რაიონული ფილიალიების ხელმძღვანელობას არაერთხელ შეატყობინეს, ასეთი ფაქტები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სახალხო ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა დოდო ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაციას ბანკის უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდებს და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში მოლარეებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები