კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეთიუ ბრაიზა: კრემლი შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს არღვევს

27 ნოემბერი, 2008

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა რუსეთს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას ახსენებს. მეთიუ ბრაიზამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების მიხედვით, რუსული სამხედრო ნაწილები 7 აგვისტოს პოზიციებს უნდა დაბრუნებოდნენ. თუმცა, მოსკოვი ამ ვალდებულების შესრულებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს და რუსული სამხედრო ნაწილები, ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„შეთანხმების მიხედვით, რუსული სამხედრო ნაწილები 7 აგვისტოს პოზიციებს უნდა დაბრუნებოდნენ, თუმცა მოსკოვი ამ დრომდე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს. ამით კი კრემლი შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს არღვევს“, _ განაცხადა ბრაიზამ.

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები