კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ერისიმედის მოსახლეობა სასმელად მდინარის წყალს იყენებს

28 ნოემბერი, 2008

სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობა მეხუთე თვეა სასმელად მდინარის წყალს იყენებს. ადგილობრივების ცნობით, იმის გამო, რომ მდინარის წყალი სუფთა არ არის, სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები მუცლის ტკივილებს უჩივის.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2006-2008 წლებში 50 ათასამდე ლარი აქვს გახარჯული, მაგრამ სოფელი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ლეკიაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ერისიმედში არსებული სხვა ბევრი პრობლემის გამო რამდენიმე ოჯახი უკვე იძულებული გახდა, საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. მიუხედავად ამისა, არც სამხარეო და არც ცენტრალური ხელისუფლება საზღვრისპირა სოფლის პრობლემებით არ დაინტერესებულა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები