ცხინვალის თვითმარქვია რეჟიმი საქართველო-ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს.
როგორც სააგენტო „ოსინფოს" კოკოითმა განუცხადა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის მოწყობასთან დაკავშირებით, რადიკალური ზომების გატარებას აპირებს. მისი თქმით, სამი თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი იქნება.
„სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და შემოიღოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ვისაც საქართველოდან სამხრეთ ოსეთში შემოსვლის სურვილი ექნება, ვიზის მისაღებად საგარეო უწყებას უნდა მიმართოს“, _ აცხადებს კოკოითი.
მედიანიუსი