ედუარდ კოკოითი ახალგორის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, ახალგორის რაიონის ქართულ სოფლებში მშობლიური ენის შესწავლა აკრძალოს.
,,სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები სხვა ეროვნების მოქალაქეების თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და ეს უფლებები სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით არის გარანტირებული", _ ამბობს სეპარატისტთა ლიდერი.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალმა“ ახალგორში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„მემორიალის“ წარმომადგენლების ცნობით, რაიონში სკოლები გაძარცული და დაცხრილულია, ქართული სოფლები თითქმის დაცარიელებული. იმ სოფლებში კი, სადაც სკოლებში სასწავლო პროცესი ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა, ქართული ენის სწავლებას კრძალავენ.
მედიანიუსი