კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიწმარიშვილი საზოგადოების პირისპირ

1 დეკემბერი, 2008

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი 28 ნოემბერს ომბუდსმენის ოფისში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.  ეს შეხვედრა განპირობებული იყო მისი სკანდალური განცხადებებით. რამდენიმე დღის წინ  კიწმარიშვილმა  ხელისუფლების ფარულ მოლაპარაკებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

შეხვედრას როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციის წევრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. კიწმარიშვილი განაცხადა, რომ მას დიპლომატებისთვის წერილობითი ფორმით გარკვეული დეტალების და ფაქტების გადაცემა შეუძლია, სადაც საუბარი იქნება კონკრეტულ გვარებზე.

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ფლობდა ინფორმაციას ომის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ განუცხადებია, რადგან მაინც არავინ დაუჯერებდა. ასევე თქვა, რომ რუსეთში ელჩობის პერიოდში ცდილობდა, პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვედროდნენ. თუმცა ქართულმა მხარემ ამ შეხვედრას თავს არიდებდა. „ომი თავიდან აცილებადი იყო. მშვიდი და ნომალური განვითარების პერსპექტივა გვქონდა. რუსეთთან ურთიერთობა ისევე გვჭირდებოდა, როგორც სხვა მსხვილ მოთამაშეებთან“, - თქვა მან.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები