კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურ აგენტებს კორუფციაში ადანაშაულებენ

1 დეკემბერი, 2008

სოციალურად დაუცველი ოჯახები სოცაგენტებს კორუფციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ აგენტები მათ გარიგებას სთავაზობენ.

შეთანხმების შემთხვევაში სოცაგენტები ოჯახის დეკლარაციას იმგვარად ავსებენ, რომ მაძიებელს ფულადი დახმარება დაენიშნოს. სანაცვლოდ, სოციალური აგენტი დახმარებიდან პირველი სამი თვის ფულს ითხოვს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონაცემებით, ბევრი სოცაგენტი, თანხის ნაცვლად, დახმარების მაძიებელი ოჯახებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების აღებაზეც არ ამბობს უარს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მსგავსი
ფაქტების შესახებ ინფორმაცია სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას, თავად სოციალურად დაუცველმა პირებმა მიაწოდეს.

სოციალურად დაუცველ პირთა ბრალდებებს, სოციალური აგენტების კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, სოციალური სუბსიდიების სააგენტოში კატეგორიულად უარყოფენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები