კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოვაჭრეებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

2 დეკემბერი, 2008

საქართველოს პარლამენტის შენობასთან გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსა“ და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმლით მოვაჭრეები. მათ გარევაჭრობა დაახლოებით ათი დღეა აეკრძალათ,  სანამ ახალ ნებართვას აუქციონის წესით არ მიიღებენ.

როგორც „მედიანიუსს“ გარემოვაჭრე როზა წაქაძემ განუცხადა, ტანსაცმლით მოვაჭრენი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სავაჭრო ადგილებიდან აყარეს, თუმცა ალტერნატიული ადგილი მათთვის დღემდე არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, ამ ადამიანებისთვის გარევაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და შესაბამისად, ისინი დღემდე შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი. მათთვის კომპენსაციაც არავის გაუცია.

აქციის მონაწილეები იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, გარევაჭრობის ნებართვა ამიერიდან აუქციონის წესით გაიცემა და ამ  კანონპროექტის ამოქმედებამდეც აღნიშნულ გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილები დაატოვებინეს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ  კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში გარევაჭრობის ნებართვას ის კომპანია თუ დამსაქმებელი ინდივიდუალური პირი მოიპოვებს, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული მის მიერვე დასაქმებულ გარემოვაჭრეებს ასევე, მაღალ მოსაკრებელს დაუწესებს. გარემოვაჭრეები კი, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაღალი ფასის გადახდას ვერ შეძლებენ და საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან.

„ჩვენი აზრით, კანონპროექტი ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს ემსახურება, რათა ხელისუფლებამ გარევაჭრობის ნებართვა თავის პარტნიორებს მისცეს. ჩვენ გარევაჭრობის პრობლემის გადაჭრის მომხრენი ვართ, მაგრამ არა გარემოვაჭრეთა სიცოცხლის ხარჯზე. მოვითხოვთ გარევაჭრობის ნებართვა თითო გარემოვაჭრეზე ინდივიდუალურად, აუქციონის გარეშე გაიცეს და ამ ნებართვის ასაღებად ფიქსირებული, ხელმისაწვდომი გადასახადი დაწესდეს“, _ აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, კანონპროექტის ამოქმედებამდე გარევაჭრობა ჯერჯერობით ტანსაცმლით მოვაჭრეებს აეკრძალათ, თუმცა მომავალში მათ ბედს სხვა სახის პროდუქციით მოვაჭრეებიც გაიზიარებენ.

გარევაჭრობის ნებართვის აუქციონის წესით გაცემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

მედიანიუსი

ახალი ამბები