კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფერეიდნელმა ქართველებმა გურჯაანი დატოვეს

3 დეკემბერი, 2008

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გაუსაძლისი პირობების გამო გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ფერეიდნელმა ქართველებმა საცხოვრებელი სახლები დატოვეს და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბრუნდნენ.

"ირანში ცხოვრების უკეთესი პირობებია, აქ ცხოვრება კი ძალიან ჭირს. სახელმწიფო საერთოდ არ გვეხმარება, ხშირად კვების პრობლემაც კი გვაქვს", - აღნიშნა ახმად ბათავანმა.

ამჟამად, სოფელ ახაშენში ფერეიდნელთა 3 ოჯახიღა შემორჩა და მათაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

ოფიციალური ინფორმაციით, ახაშენში ფერეიდნელი ქართველები 1972 წელს ჩამოსახლდნენ. იმ დროისათვის ფერეიდნელი ქართველები გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანშიც ჩამოასახლეს, მაგრამ დღეს იქ არცერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები