კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში ონკოდაავადებების ფაქტებმა იმატა

3 დეკემბერი, 2008

სიღნაღის რაიონში ონკოლოგიურად დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. 2008 წლის 11 თვის მონაცემებით, სიღნაღის რაიონულ პოლიკლინიკაში რეგისტრირებულია 558 ონკოლოგიური ავადმყოფი. შარშანდელი მონაცემებით კი ავადმყოფთა რაოდენობა დაახლოებით 400 იყო.

ექიმების განცხადებით, ონკოლოგიურად დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურად რეგისტრირებულ ოდენობაზე გაცილებით მაღალია. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ონკოლოგიურად დაავადებულთა რიცხვის ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. წლების განმავლობაში სოფლებს სასმელი წყალი აზბესტის მილებით მიეწოდებოდა. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აზბესტი კარცენოგენულ ნივთიერებებს შეიცავს და სიმსივნეს იწვევს. ასევე, სიღნაღის რაიონში დღემდეა შემორჩენილი განადგურებული შხამ-ქიმიკატების საწყობები, რაც უყურადღებოდ არის მიტოვებული და დასახლებულ პუნქტებთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები