როგორც სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგებმა გვაცნობეს, პრეზიდენტის სტიპენდიები კახეთში პოლიტიკური ნიშნით განაწილდა.
მაგალითად, ქალაქ გურჯაანის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ყველაზე მეტი ხმა ისტორიის მასწავლებელმა თამარ შუბითიძემ მოიპოვა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე სირბილაშვილის მეუღლეა.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის სტიპენდიანტები ძირითადად ის პედაგოგები გახდნენ, რომლებიც რაიონებში ნაციონალური მოძრაობის ნდობით სარგებლობენ და არჩევნებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ეწევიან აგიტაციას.
გელა მთივლიშვილი, კახეთი