კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სამოქალაქო განვითარების ასოციაცია" ლაგოდეხის ხელისუფლებას კანონდარღვევაში ადანაშაულებს

4 დეკემბერი, 2008

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ასოციაცია" ლაგოდეხის ხელისუფლებას კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2008 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება პოლიციის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც  კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

"პოლიციის შენობის რემონტისთვის იხარჯება 200 ათასი ლარი, რაც არ შეიძლება, რადგან "საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის I მუხლის I პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სამართალდაცვის სპეციალური გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საშინაო და საგარეო საკითხებში. ამავე კანონის მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მეორე მხრივ, ეს საკითხი არც თვითმმართველობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯების გაწევა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონისა და "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ" კანონის უხეში დარღვევაა", - გვითხრეს "სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში".

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოზალიშვილის განცხადებით, პოლიციის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 200 000 ლარი მანამდე იყო გათვალისწინებული, ვიდრე ის გამგებელი გახდებოდა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები