კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"გურჯაანგაზი" აბონენტებს ჩინური წარმოების მრიცხველების შეცვლას აიძულებს

4 დეკემბერი, 2008

"გურჯაანგაზი" აბონენტებს ჩინური წარმოების მრიცხველების შეცვლას აიძულებს. კომპანია ცვლილების მიზეზად აპარატის უხარისხობას ასახელებს. ამის შესახებ ,,გურჯაანგაზის" აბონენტებმა გვაცნობეს.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისინი "გურჯაანგაზის" ხელმძღვანელობის მოთხოვნას არ დააკმყოფილებენ და ჩინური წარმოების მრიცხველებს დაუყოვნებლივ არ შეცვლიან, რამდენიმე დღეში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩებიან.

როგორც "გურჯაანგაზის" დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება არა მხოლოდ იმ აბონენტს, რომელსაც ჩინური წარმოების მრიცხველი აქვს დამონტაჟებული, არამედ მთელ უბანს, სადაც ერთი ჩინური წარმოების მრიცხველი მაინც იქნება. მაჭავარიანის განცხადებით, ამგვარი მრიცხველები მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენობას სწორედ არ აღრიცხავს და კომპანია ზარალდება.

უნდა აღინიშნოს, რომ აბონენტებმა იმ ტიპის მრიცხველები, რომლის შეცვლასაც ამჟამად მათ გაზის მიმწოდებელი კომპანია ავალდებულებთ, ცოტა ხნის წინ დააყენეს. გაჭირვების გამო აბონენტები მრიცხველების შეცვლას ვერ ახერხებენ. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენის შემთხვევაში კი მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები