კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველები უფასო სასადილოს დირექტორის წინააღმდეგ

5 დეკემბერი, 2008

დედოფლისწყაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩამოყალიბებული უფასო სასადილოს დირექტორს უყურადღებობასა და საკვების მითვისებაში ადანაშაულებენ.

როგორც სოციალურად დაუცველებმა გვაცნობეს,  სასადილო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და გათვალისწინებული თანხებით ბენეფიციარებს კვირაში ორჯერ მაინც ხორციანი წვნიანით უნდა კვებავდნენ, არადა სასადილოს ხელმძღვანელობა მათ მხოლოდ ლობიოს და უხორცო წვნიანს აძლევს.

ერთ - ერთი სოციალურად დაუცველის თქმით, მან დახმარებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. გამგეობაში სასადილოს ბენეფიციართა პრეტენზიებით არ დაინტერესდნენ. ამის მიზეზად სოციალურად დაუცველები იმას ასახელებენ, რომ სასადილოს ხელმძღვანელი ფიქრია წიკლაური, დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის გელა თეთრაულის მეუღლეა. სოციალურად დაუცველები ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან თავს იკავებენ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ სასადილოს ხელმძღვანელმა მუქარა სისრულეში მოიყვანოს და მომჩივანი ბენეფიციარები ულუკმაპუროდ დარჩნენ.

უფასო სასადილოს ხელმძღვანელი ფიქრია წიკლაური სოციალურად დაუცველების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ამ საკითხზე კომენტარი არც დედოფლისწყაროს გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა გააკეთა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები