კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუსაძლისი პირობების გამო გურჯაანის სამხატვრო სკოლა შესაძლოა დაიხუროს

5 დეკემბერი, 2008

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გაუსაძლისი პირობების გამო გურჯაანის სამხატვრო სკოლა, სადაც 100-მდე ბავშვი სწავლობს, შესაძლოა, დაიხუროს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხატვრო სკოლას ადგილსამყოფელი ორჯერ შეუცვალა. თავდაპირველად სკოლა შენობიდან იმიტომ გაიყვანეს, რომ იქ კახეთის ამჟამინდელი გუბერნატორის და მაშინ გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბი განთავსდა, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის შენობა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში იყო, 37 ათას ლარად ბიზნესმენმა სერგი კაკალაშვილმა და დავით ლიპარტაშვილმა იყიდეს.

ამჟამად სამხატვრო სკოლა გურჯაანის კულტურის ცენტრის ორ ოთახშია განთავსებული და იმდენად მძიმე პირობებია, რომ მშობლები მოსწავლეებს სკოლაში აღარ უშვებენ. საკლასო ოთახებში, სადაც ბავშვები ხატვას, ქარგვას, ხეზე კვეთას, ძერწვას და ფერწერას უნდა დაეუფლნენ, ნესტისგან კედლებს ობი აქვს გაჩენილი და არც გათბობაა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, დაფინანსების გაზრდის თხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები