სოზარ სუბარი 16 წლის ბრალდებულის საქმეში მტკიცებულებებს გაყალბებულად მიიჩნევს
12.12.2008
მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, 16 წლის დავით მანაშვილის საქმით სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაინტერესდა.
სუბარის განცახადებით, აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებები გაყალბებულია. დაკავებულის ოჯახის წევრებს გააჩნიათ ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აიძულებენ ექსპერტებს, რომ გამოძიებისთვის სასურველი დასკვნა დადონ.
სუბარი ასევე მიუთითებს, რომ გამოძიების პროცესში ხდებოდა მოწმეებზე ზეწოლა გამოძიებისთვის სასურველი ჩვენებების მიცემის მიზნით.
ბრალდებულის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი აცხადებს, რომ საქმე `სრულიად შეკერილია გამოძიების მიერ~ და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც 16 წლის დავით მინაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებდა.
საქმე ეხება სურამში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას, რომლის დროსაც 23 წლის ირაკლი ჩაკვეტაძე დაიღუპა.
სამართალდამცავებმა აღნიშნულ მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით 16 წლის დავით მანაშვილი დააკავეს, რომელიც სურამში დასასვენებლად იყო ჩასული. გამოძიების ვერსიით, მანაშვილმა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. დაკითხულია 14 წლის გოგონა, რომელიც ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიუთითებს, რომ მას სამართალდამცავები 7 საათის განმავლობაში ადვოკატისა და მშობლების გარეშე ჰკითხავდნენ და ამ პერიოდში მასზე ზეწოლა განხორციელდა. აქედან გამომდინარე, გოგონამ არ იცის, რა ჩვენება მისცა.
16 წლის დავით მანაშვილის საქმე ხაშურის სასამართლო აღიძრა.

წყარო: მედიანიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?