კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი მემარჯვენეები“ თელავის საკაბელო ტელევიზიის მიერ „მაესტროს“ გადაცემების ჩვენების შეწყვეტას აპროტესტებენ

12 დეკემბერი, 2008

„ახალი მემარჯვენეების“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წევრები თელავის საკაბელო ტელეკომპანია „გორდას“ მიერ სტუდია „მაესტროს“ გადაცემების ჩვენების შეწყვეტას აპროტესტებენ.

როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ნიკა ვარდოშვილმა გვითხრა, თელავის საკაბელო ტელევიზიის დირექტორს გივი მამუკელაშვილს მათ არაერთხელ სთხოვეს, რომ ნუ წყვეტდა სტუდია „მაესტროს“ მაუწყებლობას მაშინ, როცა ეთერში გადაცემა „პროფესია ჟურნალისტი“ გადიოდა. ვარდოშვილის თქმით, ამაზე საკაბელო ტელევიზიის დირექტორმა უპასუხათ, რომ ტელეკომპანია მისია და როგორც უნდა ისე მოიქცევა. „საკაბელო ტელეკომპანია ნაციონალური მოძრაობის შტაბია და ისეთი გადაცემების ჩვენებას, სადაც მართალი სიტყვა ისმის, ხელისუფლების დავალებით ზღუდავენ“, - აღნიშნავს ვარდოშვილი.

ჩვენთან საუბარში გივი მამაკულაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თელავის მოსახლეობის არაერთი თხოვნის მიუხედავად, საკაბელო ტელეკომპანია „გორდას“ ხელმძღვანელი ამ დრომდე უარს ამბობს ეთერში ადგილობრივი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ გადაცემების გაშვებაზეც.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები