კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კახეთში ინფორმაციის საჯაროობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

18 დეკემბერი, 2008
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კახეთში ინფორმაციის საჯაროობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კვლევა 2008 წლის 15 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში განახორციელა. კვლევის მიზანი იყო კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების, გამგეობების და გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის შეფასება.

ამ მიზნით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ორგანიზაციის წარმომადგენლების და რიგითი მოქალაქეების სახელით 162 წერილი გააგზავნა საკრებულოებში, გამგეობებსა და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების და სამსახურის უფროსის სახელებზე.

თითოეული ამ ადრესატისთვის გაგზავნილი წერილი შინაარსობრივად სხვადასხვა ტიპის იყო და შესაბამისად განსხვავებული სახის რეაგირებას მოითხოვდა. მიღებულ წერილებზე პასუხები სრულყოფილად და დროულად (კანონის მოთხოვნების სრული დაცვით) მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასცა. პასუხები საერთოდ არ გაუცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

,,კვლევამ აჩვენა, რომ კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგეობები ხშირად არღვევენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა.

•    162 – დან 48 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოქალაქეების წერილებზე პასუხების გაცემისთვის დადგენილი ვადების უგულვებელყოფას.
•    3 შემთხვევაში წერილების ავტორებს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უსაფუძვლო უარი უთხრეს. სამივე შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ავტორი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.
•    22 შემთხვევაში – პასუხები არასრულყოფილი იყო.
•    14 შემთხვევაში მოქალაქეებს საპასუხო წერილების გაგზავნის ნაცვლად პასუხები ზეპირად გაეცათ.
•    52 შემთხვევაში წერილების ავტორებს პასუხები საერთოდ არ მიუღიათ.
•    23 შემთხვევაში - საკრებულოებიდან და გამგეობებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, წერილებზე პასუხები დაიგზავნა, მაგრამ ადრესატამდე არ მისულა.
გელა მთივლიშვილი, გურჯაანი


ახალი ამბები