კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ბაზარზე და მაღაზიებში მომხმარებელი მავნე სასურსათო პროდუქტებს იძენს

23 დეკემბერი, 2008

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მსგავსი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის სურსათის უვნებლობა განსაკუთრებით კომპლექსური და მრავალასპექტიანი საკითხია. ამის მიზეზია  სურსათით გამოწვეული დაავადებების საშუალოზე მაღალი დონე, განვითარებასთან და გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები, რამაც გაზარდა სურსათთან ასოცირებული რისკები, სირთულეთა წინაშე დააყენა სახელმწიფოში მოქმედი ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემები.

2006 წლის დეკემბრიდან ორჯერ შევიდა ცვლილებები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონში, რის შედეგადაც 2010 წლის 1 იანვრამდე. შეჩერდა კანონის ის მუხლები, რომლებიც სურსათის საწარმოებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს ითვალისწინებდა. შესაბამისად, გადავადდა საწარმოებში შიდაკონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების ამოქმედების სქემაც. 2010 წლამდე სახელმწიფოს მხოლოდ მაღაზიებში სურსათის შერჩევითი მონიტორინგის ფუნქცია დარჩა.

ამის შედეგად ძალიან დიდია რისკი და ალბათობა იმისა, რომ საქართველო გახდეს ადვილად შემოსაღწევი ბაზარი სხვა ქვეყნებში დაწუნებული ან ფალსიფიცირებული იაფი პროდუქციისათვის, რომლებიც შეიცავენ რეალურ საფრთხეებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ,,ეს იაფი პროდუქცია დაბალი ფასების გამო კონკურენციას გაუწევს ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას და არასამართლიანი კონკურენციის პირობებში თრგუნავს კიდეც ამ უკანასკნელს. შედეგად, დაზარალდება მომხმარებლის ჯანმრთელობა, მისი უფლებები, საზოგადოებისა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაც“, _ აცხადებენ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრში.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენტული უპირატესობის ძირითადი განმსაზღვრელია პროდუქციის/მომსახურების ხარისხი და ფასი. საქართველოში, მოსახლეობის დაბალი მყიდველობითი უნარის გამო, კონკურენციის ძირითად საშუალებად რჩება ფასი. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან ლიბერალიზმის პოლიტიკა, ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის უვნებლობის კონტროლის არარსებობა, არაკეთილსინდისიერ კერძო მეწარმეს სხვადასხვა სახის ფალსიფიკაციისაკენ უბიძგებს.

მომხმარებელი სურსათის ბიზნესის ყველაზე დაუცველი რგოლია. იგი იძენს პროდუქტს, რომლის ქიმიური შედგენილობის, დამზადების ტექნოლოგიის, შენახვის პირობებისა და ვადების შესახებ მას არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია, იგი ყიდულობს მას, ასე ვთქვათ `ბრმად~. ამგვარად იგი, როგორც წესი, მხოლოდ პროდუქტის მოხმარების შემდეგ არკვევს მის ავკარგიანობას. 
საქართველოში მთელმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სურსათის უვნებლობის და ხარისხის უზრუნველყოფას დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია იგი წარმოებისთვისაც, ვინაიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებში, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება არის წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ხოლო ქვეყნისათვის განვითარების დონისა და მაღალი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მაჩვენებელი.

,,მედიანიუსი“

ახალი ამბები