კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხის სასამართლომ რაიონული პოლიციის სამმართველოს ჟურნალისტისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა დაავალა

23 დეკემბერი, 2008

18 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დააკმაყოფილა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინტერნეტ-გაზეთის კორესპონდენტის სარჩელი და ლაგოდეხის პოლიციის ხელმძღვანელობას, ჟურნალისტისთვის, მოქალაქე გიორგი გველუკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა დაავალა.

საქმის მასალების მიხედვით, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა 20 ივნისს შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა და გიორგი გველუკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო უკვე შეწყვეტილი იყო, პოლიციამ ჟურნალისტს უარი განუცხადა. ამის შემდეგ მთივლიშვილმა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ, სარჩელით სასამართლოს მიმართა.

მანამდე ლაგოდეხის პოლიციის უფროსს მალხაზ შუბითიძეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც მიმართა, რეკომენდაციით მიეწოდებინათ ჟურნალისტისთვის საქმის მასალები. პოლიციის უფროსმა ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-გაზეთი ამ საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჟურნალისტს მიაწოდეს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ გველუკაშვილს თავი კი არ მოუკლავს, არამედ მოკლეს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები