ს/ს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ინდივიდუალურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა კომუნალური მრიცხველების მიერ ნაჩვენები თანხის მიხედვით უწევთ. მოსახლეობა ენერგოკომპანიას დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ადანაშაულებს.
როგორც აბონენტებმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს, კომუნალური მრიცხველების ჩვენების მიხედვით, ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხას იხდიან, ვიდრე ელექტროენერგია მოიხმარეს. მათივე თქმით, ხშირად თითოეულ აბონენტზე დამატებით დარიცხული თანხის ოდენობა 20 ლარს აღემატება, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც, კომპანია ელექტროენერგიას მთელ უბანს უთიშავს.
ენერგოკომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა, რადგან სადისტრიბუციო კომპანიას ე.წ. კომუნალური მრიცხველებით მოქმედების ვადა სემეკმა 2009 წლის პირველ ივნისამდე მისცა.
გელა მთივლიშვილი, გურჯაანი