კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირემაძეები პოლიციის ძალით გამოასახლეს

23 დეკემბერი, 2008

19 დეკემბერს, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის #106-დან ირემაძეების ხუთსულიანი ოჯახი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოასახლა. ურთიერთდაპირისპირების შედეგად, წინააღმდეგობის გაწევის გამო პოლიციამ ოჯახის წევრი, ორი მამაკაცი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ირემაძეების ოჯახი ყოფილ „ენერგომშენის“ ტერიტორიაზე თვითნებურად 1982 წლიდან დასახლდა. ოჯახის წევრთა განცხადებით, უნებართვოდ დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ოჯახი, ხულოს რაიონის სოფელ ირემაძეების მკვიდრია, მაგრამ სოფელში ცხოვრება უკვე აღარ შეუძლიათ, რადგან  მათი ტერიტორია დაიმეწყრა.

ირემაძეების განცხადებით, მათ კომპანიის იმდროინდელ დირექტორს, დავით ბერიძეს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის წინასწარ თანხაც გადაუხადეს. თუმცა, შ.პ.ს „ენერგომშენმა“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია მიმდინარე წელს გაასხვისა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2008 წლის 10 სექტემბერს „ენერგომშენის“ გაკოტრების მმართველმა არსებული მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით მოქალაქე მამუკა ინაიშვილს მიჰყიდა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები