კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს რაიონული სასამართლო საჯარო ინფორმაციას ბლოკავს

5 იანვარი, 2009
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით,  საგარეჯოს რაიონული სასამართლო საჯარო ინფორმაციას ბლოკავს. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საგარეჯოს სასამართლოს წერილობით ერთი თვის წინ მიმართა და სიღნაღის ყოფილი გამგებლის ბერდო ასანიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა, რაზედაც სასამართლო ამ დრომდე უარს აცხადებს.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განაჩენით ბერდო ასანიშვილი და მამუკა მანგოშვილი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და სასჯელის ზომად განესაზღვრათ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მოგვიანებით აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა.

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ საქმე უკვე საარქივო დოკუმენტია, შესაბამისად, საჯარო უნდა იყოს. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი მაისურაძის დავალებით კი, დაინტერესებულ პირს საქმის გაცნობის უფლებას არ აძლევენ, რაც იურისტების განმარტებით უკანონოა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთ და საჯარო ინფორმაციას ამიტომ არ გასცემენ.

წყარო: მედიანიუსი. 


ახალი ამბები