კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამართლებულ ბრალდებულს გირაოს თანხა დაუბრუნდა

12 იანვარი, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა თეა ჩხარტიშვილი, რომელსაც პროკურატურა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენას სდებდა ბრალად. კერძოდ, ბრალი ედებოდა მასში, რომ იმეწარმე თეა ჩხარტიშვილმა თავის ლომბარდში 2006 წლის 6 იანვარს შალვა თევდორაძისაგან შეიძინა წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 2006 წლის 5 იანვრიდან 10 იანვრამდე მოქ. გიორგი სიჭინავასგან თაღლითური გზით გატაცებული 180 ლარად ღირებული „სონი-ერიქსონის“ ჟ-200 ფირმის მობილური ტელეფონი.

სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტიკიცებულებათა ანალიზისა და შეფასების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ განსასჯელის ქმედება არ შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და იგი არ იყო ბრალეული მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, რადგან თ. ჩხარტიშვილს არ ჰქონდა წინასწარ გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ მობილური ტელეფონი „სონი-ერიქსონის“ ჟ-200 ფირმის, რომელიც მან თავის ლომბარდში დაიგირავა, შალვა თევდორაძისაგან დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული, რაც მისი გამართლების საფუძველი გახდა.

სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა თეა ჩხარტიშვილის დამნაშავებდ ცნობის შესახებ, იგი უდუნაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და თეა ჩხარტიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუუქმა და გირაოს თანხა დაუბრუნა გირაოს შემტან პირს.

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს რეაბილიტაცია და მოითხოვოს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები