კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდში მყოფი გალის რაიონის 300-მდე მცხოვრები გალში აღარ შეუშვეს

12 იანვარი, 2009

ზუგდიდში მყოფი გალის რაიონის მოსახლეობა გალში დაბრუნებისას რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე აღარ გაატარეს.

აფხაზეთის მედიაცენტრის ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრებნი ზუგდიდის რაიონში საკვები პროდუქტების საყიდლად იყვნენ გადასული. შინ დაბრუნებისას კი, ენგურის ხიდზე გადასასვლელად ოკუპანტებმა  თითოეულ ადამიანს 500 რუბლის გადახდა მოსთხოვეს.

აღნიშნული თანხის გადახდა გალის რაიონის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს და იძულებულები გახდნენ ისევ ზუგდიდის რაიონში დარჩენილიყვნენ.
გალის რაიონში დასაბრუნებლად მოსახლეობა დახმარებას ევროკავშირის დამკვირვებლებს სთხოვს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები