კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ სამსახურებს რეგიონული გაზეთის გამოწერა აუკრძალეს

13 იანვარი, 2009

კახეთის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ სამსახურებში, რომლებიც 2008 წელს გაზეთ "იმედის" ხელმომწერები იყვნენ, 2009 წელს გაზეთის გამოწერაზე უარი თქვეს და მიზეზად ზემდგომიდან მიღებული მითითება დაასახელეს, - განაცხადეს კახეთის რეგიონალურ გაზეთ "იმედის" რედაქციაში.

გაზეთის გაყიდვების მენეჯერის ალბინა პილავოვას თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, არაერთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა გაზეთის გაყიდვების აგენტებს პირად საუბარში უთხრა, რომ გაზეთის გამოწერის სურვილი აქვთ, თუმცა "ზემოდან მიღებული დავალების" გამო ვერ გამოიწერენ. მათივე თქმით, "მწვავე, კრიტიკული სტატიებით გამორჩეული გაზეთი რომ არ უნდა გამოიწერონ, ამის თაობაზე მითითება 9 იანვარს მიიღეს", ოღონდ საიდან და ვისგან, არ აკონკრეტებენ.

აღნიშნულს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის თავად იწერს როგორც რეგიონულ ასევე რესპუბლიკურ გაზეთებს და სამხარეო ადმინისტრაციას არავისთვის მიუთითებია, რომ პრესა არ გამოიწეროს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები