კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწის მფლობელები პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

13 იანვარი, 2009

დედოფლისწყაროელი მიწის მფლობელები პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ და ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე რეგიონალური საგადასახადო ინსპექციები გლეხებისგან გაუქმებული გადასახადების გადახდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი მიწაზე ყადაღის დადების და გაყიდვის შესახებ გააფრთხილეს. მიწის მფლობელთა თქმით, მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან რამდენიმე რაიონში სტიქიური უბედურების გამო ისინი პირველად 2000 წელს, ხოლო შემდეგ 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით გათავისუფლდნენ. ფინანსთა სამინისტროს სათათბიროს ახალი დადგენილებით კი მიწის მფლობელებს მიწაზე ქონების გადასახადის და მასზე 2000 წლის შემდეგ დარიცხული დიდი ოდენობით საურავების გადახდას ავალდებულებენ.

მიწის მფლობელებს ხელთ აქვთ 2007 წლის 11 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებიდან გამომდინარე შედარების აქტები, რომლის მიხედვითაც დავალიანება განულებულია. ახლა კი იმაზე გაცილებით მეტი თანხები აწერიათ, ვიდრე ის 2005 წლის 1 იანვრისათვის იყო.

როგორც მიწის მფლობელებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ამ დადგენილებით მხოლოდ დედოფლისწყაროს რაიონში 5 400 მიწის მფლობელი დაზარალდა. მიწის მფლობელები აღნიშნავენ, რომ მათ საარსებო წყაროს მხოლოდ მიწა წარმოადგენს. "ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს 2008 წლის 21 ნოემბრის დადგენილება შეუსაბამობაში მოდის საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების 281 - ე მუხლის 21-ე ნაწილთან. მიგვაჩნია, რომ ამით უხეშად ირღვევა კანონი. ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვთხოვთ, გაეკრვნენ საქმის ვითარებაში და გაატარონ ღონისძიებები აღნიშნული უკანონო დადგენილების გაუქმებისათვის", - ნათქვამია მიწის მფლობელთა წერილში.

წყარო. მედიანიუსი

ახალი ამბები