კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადამიანის უფლებებზე გამართულ სემინარს უმასპინძლა

16 იანვარი, 2009

"აგვისტოს ომის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სიტუაციის უკეთესი კოორიდნირება და ინფორმაციის გაცვლა" -  ეს დასკვნა 15 იანვარს თბილისში ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ გამართული სემინარზე გაკეთდა.

სემინარის მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლა; ასევე საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეული უწყებებისა და არასამთავრობო  ორგანიზაციების მიერ 2009 წელს დაგეგმილი აქტივობების განხილვა.

დისკუსია, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაუძღვებიან, იძულებით გადაადგილებული პირების, დაბრუნებული ოჯახების, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების და მსხვილი დონორების საკითხებს შეეხება.

18-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა,  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების, საქართველოში გაეროს მისიის სხვადასხვა განყოფილების, ევროკავშირის, USAID, Human Rights Watch-ის, ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC)  და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარს. მასში მონაწილეობა ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებმაც მიიღეს; მონაწილეთა საერთო რიცხვი 50 ადამიანს შეადგენდა.

შეხვედრის პირველ ნაწილზე დევნილების, დაბრუნებულებისა და ადმინისტრაციულ საზღვრებთან  არსებული სიტუაცია განიხილეს.  საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა; მისი თქმით, გაიზარდა დანაშაულის რიცხვი; პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმები, აფეთქებები და ადგილობრივ მოსახლეობაზე რუსული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები; ასევე ეთნიკური წმენდის მცდელობის ცალკეული შემთხვევები. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლმა დამსწრეებს მოქმედების გეგმა გააცნო, რომელიც აგვისტოს ომამდე ერთი კვირით ადრე იყო შემუშავებული და  შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ განხორციელდა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის საკითხი, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოახერხა; შესაბამისად საჭიროა ახალ დასახლებებში მცხოვრებთათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა. სამინისტროსათვის 2009 წლის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილებს საშუალება მისცენ გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. გაეროს სხვადასხვა განყოფილებების, ჰუმანიტარული საკითხების ოფისის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა მათ მიერ ჩატარებული საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთეს და 2009 წლის პრიორიტეტბი წარმოადგინეს. მსგავსი პრეზენტაცია გააკეთა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სახლი“. დისკუსიის დროს იმსჯელეს იმაზეც მოხდა თუ არა დაპყრობილ ტერიტრიებზე არსებული იურისდიქციის გამო  ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვა. სემინარზე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა და  იურიდიული და სარეგისტრირო პროცესის ნელი ტემპი.

სემინარის მეორე ნაწილი ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეძღვნა. ძირითადი მომხსენებლები იყვნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, (გლუკი) გაეროს ქალთა გაძლიერების ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი,  Human Rights Watch და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია). მათ საქართველოში საკუთარი  საქმიანობების პრეზენტაცია გააკეთეს და 2009 წელს დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. გლუკის პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო  ადამიანის უფლებათა კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს ხელისუფლების დახმარება პერიოდული ანგარიშების მომზადებისას. ზოგიერთი ორგანიზაციის განცხადებით საქართველოში მონიტორინგის მანდატის არ ქონის გამო ისინი ეყრდნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ ინფორმაციებს, სადაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს EUMM. თუმცა დამსწრეების განსაკუთრებული მოთხოვნა იყო EUMM-ის საქმიანობის დეტალებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება. გაეროს ქალთა გაძლიერების  ფონდის ძირითადი საქმიანობა ქალთა ქსელისათვის ტრენინგების გამართვა და ინფორმაციის მიწოდებაა.  ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით ქვეყნის მილიტარიზაცია სერიოზული პრობლემაა, ხოლო მიმდინარე წლის პრიორიტი  მათთვის ადამიანის უფლებათა დამცველების კავკასიის რეგიონალური ქსელის შექმნა და კონფლიქტის მედია მონიტორინგია. ადამიანის უფლებათა ცენტრი და საია ძირითადად იმუშავებენ დევნილების და ყოფილ ბუფერულ ზონაში დაბრუნებულების საკითხებზე; ისინი ამზადებენ მასალებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. სემინარზე ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის მედიაში დამკვიდრებულ სიძულვილის ენაზე, სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობაზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს დახმარების რამოდენიმე ფორმაზე.

სემინარის მესამე ნაწილი მიეძღვნა მსხვილი დონორების თემას: ძირითადი მომხსენებლები იყვნენ   USAID და ევრო კომისია. ორივე ორგანიზაციამ წარმოადგინა ანგარიში საქართველოსადმი გაწეული ფინანსური დახმარების დეტალების შესახებ, ასევე მომავალი თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ. მათი განცხადებით სამხრეთ ოსეთში გაცილებით ძნელია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დახმარება, მაშინ როცა აფხაზეთში რამოდენიმე პროექტი უკვე მიმდინარეობს. ასევე იგრძნობოდა, რომ განხილულ საკითხებზე მოკლე მიმოხილვის ნაცვლად    გაცილებით ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საკმაოდ ძნელია კონფლიქტის დროს დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირება. სემინარზე ისაუბრეს იმაზეც, რომ აგვისტოს  შემდეგ ბევრი ახალი პრობლემა წამოიჭრა; თუმცა  არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობები, მეტი დაფინანსება, მეტი დისკუსია და ძველი დევნილების გარშემო არსებული დილემის გააზრება. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლება აღნიშნავდნენ, რომ მცირე სამიზნე ჯგუფზე გათვლილი პროექტები გაცილებით წარმატებულია; ,,ჩვენი პრიორიტეტი იყო ადამიანის უფლებებზე და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე ფოკუსირებული პროექტის დაფინანსება.“

სემინარის ბოლო ნაწილი მიეძღვნა სწრაფი შედეგის მქონე პროექტების (QUIPs)  დაგეგმარებასა და ნდობის აღდგენისათვის მიმართულ ზომებს (CBM). ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიამ საკუთარი მოქმედების დროს შესაძლოა იმოქმედოს როგორც ნდობის აღდგენის კატალიზატორმა და ახალი გზების აღმომჩენმა. შეხვედრის მიზანი იყო ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სწრაფი შედეგის მქონე პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც მიმართული იქნება დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღნიშნული პროექტების მიზანი უნდა იყოს ნდობის აღდგენის შანსების ძიება პირველ რიგში ადმინსიტრაციულ საზღვრებთან არსებულ ზონებში საზღვრის ორივე მხარეს.

სემინარის საბოლოო შეფასება იყო საკმაოდ დადებითი. 2009 წლის პრიორიტეტებს  კი წარმოადგენს კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება.

წყარო: EUMM.eu

ახალი ამბები