საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დღეს კახეთში იმ ჟურნალისტებს შეხვდნენ, რომელთაც 2009 წლის 7 იანვარს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გურჯაანის პოლიციის უფროსმა სოსო მარტაშვილმა უცენზურო სიტყვებით აგინა და დაკავებით დაემუქრა.
ომბუდსმენის აპარატმა ჟურნალისტების შეურაცხყოფის და მათზე განხორციელებული მუქარის ფაქტების შესწავლა დღეს ოფიციალურად დაიწყო.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სუბარი შს გურჯაანის სამმართველოს უფროსის მიერ ჟურნალისტების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიციის უფროსმა სოსო მარტაშვილმა თანამდებობა სასწრაფოდ უნდა დატოვოს.
გელა მთივლიშვილი, კახეთი