კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელაველი ჩინოვნიკების ციგაობა 5 ათასი დაჯდა

22 იანვარი, 2009

რესპუბლიკური პარტიის თელავის ორგანიზაციის წევრი გიორგი მოსიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.

როგორც გიორგი მოსიაშვილმა გვითხრა, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა შუამთის ტყეში იციგავეს. ღონისძიების მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვების და გართობის ხარჯები კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამგეობის თანამშრომელთა დროსტარებას 5 ათასამდე ლარი მოხმარდა. ეს მაშინ, როდესაც თელავის რაიონში მცხოვრები სოციალურად უკიდურესად დაუცველი არაერთი ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა გამგეობისგან ერთჯერად სოციალურ დახმარებას უშედეგოდ ითხოვს.

რესპუბლიკური პარტიის თელავის ორგანიზაციის წევრთა ბრალდებებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე უარყოფს. მისი თქმით, ციგაობა ნამდვილად შედგა, ოღონდ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. "თანხის ოდენობა არ მახსოვს, მაგრამ 5 ათას ლარამდე არ გახარჯულა", - განაცხადა თელავის გამგებელმა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები