დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალშობილთათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა გააუქმა, რომელიც ყველა ახალშობილზე ფულადი დახმარების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ლარის გაცემას ითვალისწინებდა.
პროგრამის გაგრძელება საკრებულოს წევრებმა ნუნუ ცაკაშვილმა და ინგა შიოლაშვილმა მოითხოვეს, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის თენგიზ გონაშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრები შეეწინააღმდეგნენ და არ დააკმაყოფილეს.
გელა მთივლიშვილი, კახეთი