კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმელი პენსიონერები „ქომაგის“ წინააღმდეგ

28 იანვარი, 2009

ბათუმელი პენსიონრები   საქველმოქმედო-არასამთავრობო ორგანიზაცია „ქომაგის“ წინააღმდეგ გამოდიან. ისინი  ორგანიზაციის  დაპირებების შეუსრულებლობის ფაქტს აპროტესტებენ და "ქომაგის" ხელმძღვანელს თაღლითობაში ადანაშაულებენ. 

ხანდაზმულთა განცხადებით, ისინი შრომის, ვეტერანთა და დაუსაქმებელ პირთა კავშირ "ქომაგში" რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდნენ. გაწევრიანებისთვის  5 ლარი გადაიხადეს და საწევროს სახით ყოველთვიურად  მოსაკრებელი შეაქვთ.  სანაცვლოდ ხელმძღვანელობა მათ ტანსაცმლისა და სურსათის გამოყოფას დაპირდა, თუმცა დღემდე არაფერი მიუღიათ.

„ქომაგის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თალიკო მელაძე აცხადებს, რომ დახმარების გამოყოფის თხოვნით მოლაპარაკებებს ბიზნესმენებთან და ბრიუსელში პარტნიორ ორგანიზაციასთან აწარმოებს: „დანაპირები ეტაპობრივად გაიცემა, რამდენიმე პენსიონერს ზეთი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელები უკვე გადაეცა“.

საქველმოქმედო კავშირი აჭარაში 2008 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ამ დრომდე ორგანიზაციაში 1000-ზე მეტი პენსიონერი იყო გაწევრიანებული, თუმცა ასობით იმედგაცრუებულმა პენსიონერმა უკვე უარი განაცხადა წევრობაზე.


მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები