კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი მარტოხელა პედაგოგი დახმარების დანიშვნას უშედეგოდ ითხოვს

30 იანვარი, 2009

სოციალურად დაუცველი მარტოხელა პედაგოგი ზინა ლუაშვილი დახმარების დანიშვნას ითხოვს. განცხადებით მან სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა და როგორც ირწმუნება, ბოლო მიმართვის დროს განყოფილების უფროსმა ხათუნა პაპუნაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამუშაო ოთახიდან გარეთ გააგდო.

"უკიდურესად მიჭირს. პენსიის გარდა სხვა შემოსავალი საერთოდ არ მაქვს, პენსია კი წამლების შესაძენადაც არ მყოფნის. გაჭირვების გამო სახლში გათბობის გარეშე ვარ დარჩენილი. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას ოთხჯერ მაინც მივმართე, მაგრამ დახმარება არ მაღირსეს, ბოლოს კი ოთახიდან ძაღლივით გარეთ გამომაგდო", - განაცხადა ყოფილმა პედაგოგმა.

სოციალურად დაუცველი ქალბატონის ბრალდებებთან დაკავშირებით, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსი კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ზინა ლუაშვილი ის პედაგოგია, რომელმაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქ. გურჯაანის #2 საჯარო სკოლაში რუსული ენის სწავლებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები