კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მომხმარებლისგან თანხის გამოძალვას "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ახალი მფლობელი კომპანია "ახემა ჯგუფიც" აგრძელებს

3 თებერვალი, 2009

მომხმარებელს ინდივიდუალურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე დამატებით დარიცხული თანხების გადახდას ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ახალი მფლობელი- ლიტვური კომპანია "ახემა ჯგუფიც" აიძულებს.

როგორც კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან აბონენტებმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, "კახეთის ენერგოდისრიბუციის" პრივატიზების შემდეგ მათ აღარავინ აწვდის ინფორმაციას, ერთი თვის განმავლობაში რა ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარეს, რამდენი იყო ძველი დავალიანება და რა თანხა ერიცხება დამატებით თითოეულ მათგანს კომუნალური მრიცხველის ჩვენებით. აბონენტთა განცხადებით, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებით თუ ერთი თვის განმავლობაში 20 ლარის ელექტროენერგია მოიხმარეს, ახდევინებენ 30, 40 და 50 ლარსაც კი.ამათივე თქმით, ამ თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში ენერგოკომპანია მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს და მიწოდების განახლებაზე დამატებით თანხებს ითხოვენ. ამ ხრივ განსაკუთრებით პრობლემები სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის რაიონებშია.

აბონენტებმა დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს ენერგოომბუდსმენს მალხაზ ძიძიკაშვილს, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.

კომპანია "ახემა ჯგუფის" განმარტებით, თელავის გარდა მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის ქვითარი, ჯერ – ჯერობით არცერთ რაიონში არ რიგდება. შესაბამისად, ამ რაიონებსა და სოფლებში აბონენტები ელექტროენერგიის გადასახადს იხდიან "სახალხო ბანკის" მოლარესთან. "სახალხო ბანკი" გასცემს მხოლოდ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, სადაც არ არის მითითებული მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა კილოვატებში, მაგრამ არსებობს სპეციალური რეესტრი, სადაც დეტალურდაა აღირცხული მონაცემები. გადახდის შემდეგ აბონენტს მოლარისგან ეძლევა ქვითარი, რომლის ფორმაც და ნომერიც გაცემულია ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ. თუ ვინმეს აინტერესებს დეტალური ინფორმაცია, შეუძლია წერილობით მოგვმართოს და მიიღოს."რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ აღდგენისთვის აბონენტებისთვის ჯარიმის სახით რაიმე თანხის მოთხოვნას, ასეთი მოთხოვნა არასოდეს გვქონია" - აღნიშნეს "ახემა ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები