კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ დედა მცირეწლოვან შვილებს დააცილა

9 თებერვალი, 2009

ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ი. ვ-ს ინტერესები არც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა და ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ორი მცირეწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელი სახლიდან გაძევების შესახებ.

ი. ვ-ს წასასვლელი არსად აქვს. იგი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი ოჯახი უკიდურესად დაბალი სარეიტინგო ქულით არის შეფასებული. გარდა ამისა, უცნობია ვინ მიაქცევს ყურადღებას მის ბავშვებს, რადგან მამა ფსიქიური ავადმყოფია.

როგორც ი. ვ-მ ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, კახეთის სააღსრულებო ბიურომ მას უკვე მოსთხოვა საცხოვრებელი სახლის დაცლა და 10 დღის ვადაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაჯარიმებით, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ი. ვ-ს მამამთილის სასარგებლოდ, გადაწყვეტილება, მისი კუთვნილი სახლიდან რძლის გამოსახლების შესახებ დაუსწრებლად გამოიტანა და მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით, ი. ვ-ი პროცესზე არ გამოცხადდა, რის გამოც მოსამართლემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ი. ვ-ს ცნობით, პროცესის დროს ის ფიზიკური ძალადობის შედეგად სახლიდან იყო გაგდებული, ავადმყოფობდა და სასამართლოში არასწორი იურიდიული კონსულტაციის გამო პროცესის გადასადებად საჭირო დოკუმენტის წარდგენა ვერ შეძლო.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები