კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი საკვებით ღორებს ზრდიან

11 თებერვალი, 2009

ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები რაიონის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ითხოვენ.

როგორც სათენიკ და ლიანა ელოიანებმა გვითხრეს, მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვების სასადილოში ჩართვას გასული წლის სექტემბრიდან ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. "გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა მითხრა, ვინც უკვე იკვებება ამ სასადილოში, მათგან რომელიმე რომ მოკვდება, მერე ჩაგრთავთო. იქნებ არავინ არ კვდება, მე უნდა მოვკვდე შიმშილისგან?", - კითხულობს უკიდურესად გაჭირვებული სათენიკ ელოიანი, რომელიც მხოლოდ პენსიას იღებს და მის კმაყოფაზეა მისი მეორე ჯგუფის ინვალიდი შვილიც. . "ვხედავთ, რომ სადილი რჩებათ, მაგრამ ბალონებში ასხამენ და სახლში მიაქვთ, რომ ღორებს აჭამონ", - აღნიშნავს სათენიკ ელოიანი. იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქე აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა საუბრობს, გამგეობის თანამშრომლები შენობაში მათ ინტრიგანებს და გიჟებს უწოდებენ. ამის თვითმხილველები გუშინ თავად გავხდით.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში ელოიანების ბრალდებებს უარყოფენ. სამსახურის უფროსის ლევან ჯამალაშვილის განცხადებით, უფასო კვების სასადილოში იმდენი ადამიანი სადილობს, რამდენის გამოკვებასაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჰყოფნის.

ცნობისათვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უფასო კვების ობიექტები 2009 წელს 80 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს. აქედან 20 ათას ლარს მიიღებს სათნოების სახლი "სავანე", რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, რაიონის გამგებლის ლევან ბაღაშვილის დედა კურირებს. ბიუჯეტის მიხედვით, 60 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილო, რომელსაც რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის გელა თეთრაულის მეუღლე ხელმძღვანელობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები