კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი ახლობლების დასაქმებას განაგრძობს

12 თებერვალი, 2009

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი რეგიონის სახელმწიფო დაწესებულებებში ახლობლების დასაქმებას განაგრძობს.

ამჯერად, ღვინიაშვილის მითითებით, გურჯაანის გამგებლის თანაშემწედ მაია ნარიაშვილი დაინიშნა, რომელიც გუბერნატორის თანასოფლელი და ახლობელია. მანამდე ნარიაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის გამგეობაში ახალგაზრდულ საქმეებს კურირებდა, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის თანაშემწე და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ნარიაშვილს უკვე დაენიშნა ხელფასი 450 ლარის ოდენობით.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში მთავარ სპეციალისტად დაინიშნა ასევე გუბერნატორის თანასოფლელი, ახლობელი და მეგობარი გელა კაპანაძე, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 700 – მდე ლარს შეადგენს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუბერნატორის ახლობლები არიან გურჯაანის და სიღნაღის რაიონების ახლადდანიშნული გამგებლებიც გიორგი ჩივიაშვილი და ნოდარ კოჭლამაზაშვილი.

ახლობლების დასაქმებასთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ჩვენს სატელეფონო ზარებს ის არ პასუხობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები