კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის პოლიცია უდანაშაულო ახალგაზრდებს თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავს

14 თებერვალი, 2009

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროტესტს გამოთქვამს შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლების მიერ რაიონში უდანაშაულო ახალგაზრდებისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის და მათზე ზეწოლის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით, აღიარონ იმ დანაშაულების ჩადენა, რომელიც პოლიციას გაუხსნელი აქვს.

ბოლოს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გუშინ საღამოს მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა, დაახლოებით 20 საათისთვის სამ ახალგაზრდას განმარტება მოსთხოვეს, რატომ იმყოფებოდნენ ქუჩაში ჯგუფურად, რაზედაც ახალგაზრდებმა უპასუხეს, რომ არაფერს აშავებდნენ და ვალდებულები არ იყვნენ, პოლიციის სხვა კითხვებზე პასუხი გაეცათ.

სწორედ ამის შემდეგ სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ახალგაზრდები მანქანაში შეტენეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ მუქარით აიძულებდნენ რამდენიმე წვრილმანი, ისეთი დანაშაული ეღიარებინათ, რომელიც პოლიციას გაუხსნელი აქვს. პოლიციის თანამშრომლების კატეგორიული მოთხოვნის და ზეწოლის მიუხედავად, დაკავებულმა ახალგაზრდებმა დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ, არ აღიარეს. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის თანამშრომლებს, ის ახალგაზრდები, რომლებიც მათ უკანონო მოთხოვნებს არ ასრულებენ, აღრიცხვაზე აჰყავთ და სხვადასხვა დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საბაბით ისევ აკავებენ. ამის გამო საღამოს 7 საათის შემდეგ ახალგაზრდები ქუჩაში აღარ გადიან.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურას, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ სამართალდამცავების მიერ უდანაშაულო ახალგაზრდებისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტებზე.

ახალი ამბები