კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბონენტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

16 თებერვალი, 2009
აბონენტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ აქციის გამართვას აპირებენ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობის პიკეტირებითაც იმუქრებიან. მოსახლეობა კომპანიისგან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და ტექნიკური ბაზის მოწესრიგებას მოითხოვს. ისინი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმ განცხადებას ახსენებენ, რომლითაც იგი მოსახლეობას ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმებას დაპირდა. თუმცა, მსგავსი ხელშეკრულება მათ შორის ჯერ კიდევ არ არსებობს.

ბათუმში, თაყაიშვილის #59 ნომერში მცხოვრები აბონენტი, რომელმაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ქვითარზე დარიცხული თანხა საეჭვოდ მიიჩნია,  საკონტროლო მრიცხველის დადგმა მოითხოვა. ორ მრიცხველზე განსხვავებული ჩვენება დაფიქსირდა.

მოსახლეობის უმრავლესობა გაუმჭვირვალე კარადიდან მრიცხველების ღიად გამოტანას ითხოვს, რათა იმის საშუალება მიეცეთ, რომ მრიცხველის ჩვენება თავად გააკონტროლონ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი


ახალი ამბები