კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

26 თებერვალი, 2009

აფხაზეთიდან დევნილებმა, დროებითი საცხოვრებელი ფართის დაკანონების მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციაზე  აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა დევნილთა მიერ დაკავებული დროებითი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

როგორც დევნილები აცხადებენ, მათ აღნიშნული მოთხოვნით მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც, თუმცა ამ დრომდე რეალური ქმედებები არ დაწყებულა. დევნილების თქმით, მათ ხელს აწერინებენ გაურკვეველი წარმომავლობის ხელმშეკრულებაზე, რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარია და გაუგებარია, თუ მათი მხრიდან რა შეთანხმებას ეწერება ხელი.

„მედიანიუსთან“ საუბრისას აფხაზეთიდან დევნილმა ელისო ბუავამ განაცხადა, მას წყნეთში მდებარე დროებითი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჰქონდა ავტოფარეხი, რომლის ადგილას 15 კვადრატულ მეტრზე მაღაზიისთვის შენობა ააშენა. თუმცა, სახელმწიფომ მას აღნიშნული შენობის დანგრევას და ჯარიმის სახით 25 ათასი ლარის გადახდას აკისრებს.

როგორც დევნილებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ  მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები