კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ზეგაანის მოსახლეობა კახეთის გუბერნატორისგან დაპირებების შესრულებას ითხოვს

8 მარტი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანის მოსახლეობა კახეთის გუბერნატორისგან წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 150-მდე ოჯახი ყურადღების მიქცევის მიზნით, თელავი – თბილისის მაგისტრალზე საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

"არაერთი დაპირების მიუხედავად სოფელი დღემდე ბუნებრივი არის გარეშეა დარჩენილი. სოფელს სკოლაც აქვს და საბავშვო ბაღიც, მაგრამ შენობები იმდენად დაზიანებულია, რომ მასში გაკვეთილების ჩატარება და ბავშვების ყოფნა შეუძლებელია. ტექნიკის უქონლობის გამო ზეგაანის მოსახლეობა ვერც სახნავ – სათესი მიწების დამუშავებას ახერხებს", - იტყობინება ტელეკომპანია "გურჯაანი".

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, დაპირება არაერთხელ მიიღეს, ბოლოს კახეთის ამჟამინდელი გუბერნატორისგან, რომელიც 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისთვის გურჯანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, მაგრამ უშედეგოდ. მათივე თქმით, გიორგი ღვინიაშვილი მას შემდეგ ზეგაანში საერთოდ არ ყოფილა და არც სოფელში არსებული პრობლემებით დაინტერესებულან ადგილობრივი ან სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ახალი ამბები