კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"არ შეგაშინონ" - სიღნაღის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს პროტესტს უცხადებს

8 მარტი, 2009

"არ შეგაშინონ" - ამ მიმართვით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საცხოვრებელი სახლების ღობეებზე საღებავით დაწერილი წარწერები გაჩნდა. 

როგორც სოფელ მაღაროს მაცხოვრებლებმა განუცხადეს, აღნიშნულ მიმართვას ისინი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ნუგზარ აბულაშვილს უკავშირებენ, რომელიც მუნიციპალიტეტში ყველაფერს აკონტროლებს და დაშინების გზით მოსახლეობის დამონებას ცდილობს. ადგილობრივების ცნობით, მოსახლეობისთვის ამგვარი ფორმით მიმართვა პროტესტის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც თავად რიგითმა მოქალაქეებმა გამოხატეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა გვითხრა, რომ ამის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო. "დღეს მე ვიყავი რაიონში გასული, მაგრამ მსგავსი არაფერი შემინიშნავს", - აღნიშნა გამგებელმა.

თავად მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები