კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანიებმა ტელეკომპანია "გურჯაანს" სარეკლამო ხელშეკრულებები ვადაზე ადრე შეუწყვიტეს

8 მარტი, 2009

კომპანიებმა "ცენტრ - პოინტმა", "კონსტანტამ" და "ავტოგაზმა" ტელეკომპანია "გურჯაანს" სარეკლამო ხელშეკრულებები ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.

ტელეკომპანია "გურჯაანის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანიებმა სარეკლამო ხელშეკრულებების შეწყვეტა ფინანსური კრიზისით ახსნეს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიების მიერ ტელეკომპანიასთან ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტა ხელისუფლების მითითებით მოხდა, რასაც თავად კომპანიების წარმომადგენლები უარყოფენ. 

"ამ ტელევიზიით კატასტროფულად უკმაყოფილოები ვართ", განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში "ცენტრ – პოინტის" წარმომადგენლემა, რომელმაც გვარი არ დააკონკრეტა. კომპანია "კონსტანტას" გურჯაანის ფილიალში კი კომენტარი არ გააკეთეს.

უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანია "გურჯაანი" კახეთში მე-11 არხის მეტრული დიაპაზონით 1993 წლიდან მაუწყებლობს და მისი პოტენციური აუდიტორია 275 000 კაცს შეადგენს. ტელეკომპანია "გურჯაანი"-ს მაუწყებლობა ყოველდღიურად დილის 8 - საათზე იწყება და ღამის 01 - საათზე მთავრდება. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური კახეთის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ, ტელემაყურებელს, ინფორმაციას დღეში 3-ჯერ აწვდის. 

ადგილობრივ ტელეკომპანიებს შორის "გურჯაანი" საზოგადოების ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობს.

ახალი ამბები