კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის დახმარების თანხებს ნაცმოძრაობის აქტივისტები და ყოფილი ჩინოვნიკები განკარგავენ

8 მარტი, 2009

სამთავრობო პროგრამის "ფული ყველა სოფელს" ფარგლებში სოფლებისთვის გამოყოფილ თანხებს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ყოფილი ჩინოვნიკები განკარგავენ, რაზედაც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.

რეგიონის ბევრ სოფელში, საინიციატივო ჯგუფებში, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ თანხა რაში დაიხარჯოს, სწორედ მმართველი პარტიის აქტივისტები და ყოფილი ჩინოვნიკები არიან გაერთიანებულნი. უნდა აღინიშნოს, რომ საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება მოსახლეობის მიერ არ მომხდარა. ჯგუფები ერთპიროვნულად საკრებულოს წევრებმა და სოფლის რწმუნებულებმა დააკომპლექტეს.

ამ ინფორმაციას უარყოფს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებაში სოფლის მაცხოვრებლები მონაწილეობენ. "თუმცა, მე მაინც გადავამოწმებ აღნიშნულს და ყველა სოფლიდან მოვითხოვ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფების წევრთა შესახებ", - განაცხადა სიბაშვილმა.
 

ახალი ამბები