კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლუკმა - პურის არ ქონის გამო დედამ შვილი გააშვილა

8 მარტი, 2009

სოციალური სიდუხჭირის გამო, 8 წლის ბავშვი, კიდევ ერთმა დედამ გააშვილა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა ლ. ა-მ მანამდე საარსებო შემწეობის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს იმდენად მაღალი სარეიტინგო ქულები მიენიჭა, რომ დახმარება არ დაენიშნა. დედამ შვილის გამოსაკვებად საჭირო დახმარების მისაღებად გურჯაანის გამგეობასაც არაერთხელ მიმართა, მაგრამ გაჭირვებულ ოჯახს არც გამეგობა დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაწევად თანხები გათვალისწინებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ უკიდურესი გაჭირვების გამო, 12 წლის ბავშვი, ცოტა ხნის წინ, გურჯაანში მცხოვრებმა კიდევ ერთმა მარტოხელა დედამ გააშვილა. ბავშვის გაშვილებამდე ნ. ა-შვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას სამჯერ მიმართა, მაგრამ დახმარება არცერთხელ არ დაუნიშნეს.

ახალი ამბები